Thumbnail
  • ოკლაჰომა სიტი თანდერი 100:107 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს

ატლანტასთან 4 წუთი, ფილადელფიასთან 5 წუთი, მემფისთან 3 წუთი - ახლა კი, გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ოკლაჰომა სიტი თანდერს შეხვდა, 107:100 მოუგო და ქართველი ცენტრი საერთოდ აღარ ათამაშეს. მთავარი მიზეზი ალბათ ის არის, რომ თამაში ქულა ქულაში მიდიოდა და ბოლო წამებამდე დაძაბული იყო. ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ ბითაძის სათამაშო დრო ბოლო შეხვედრებში ნელ-ნელა შემცირდა და ნულამდე დავიდა.

ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ჯამში 9 კალათბურთელი დატვირთა. ყველაზე მეტი, 24 ქულა უორენმა ჩააგდო. მეორე საბონისი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა დააგროვა, თუმცა 13 მოხსნაც ჰქონდა და ორმაგი დუბლი შეასრულა. პეისერსის მოთამაშეებიდან 10 და მეტი ქულა ჯამში შვიდმა მოთამაშემ ჩააგდო.

დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი შეასრულა

ბითაძის პეისერსს 21 მატჩიდან 14 მოგება და 7 მარცხი აქვს - შედეგად, ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და თითო გამარჯვებით ჩამორჩება ტორონტოს, ბოსტონს, მაიამის და ფილადელფიას. კონფერენციას მილუოკი ბაქსი 19 მოგებით ლიდერობს.

ინდიანა მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს, ისევ სტუმრად, დეტროიტ პისტონსთან გამართავს და იმედია, ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან გოგა ბითაძე ითამაშებს.

📺 ვიდეო: ოკლაჰომა 100:107 ინდიანა (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები