Thumbnail

ახალი კონტრაქტი პაულო დიბალას - არგენტინელი იუვენტუსში დიდ ხნით დარჩება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინელებმა არგენტინელთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკება დაიწყეს
  • 26 წლის თავდამსხმელს თითქმის ისეთ ხელფასს სთავაზობენ, როგორსაც ითხოვდა
  • დიდი ალბათობით, პაულო დიბალა ტურინის იუვენტუსში დიდი ხნით დარჩება 

ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობამ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაიწყო და როგორც ჩანს, არგენტინელი თავდამსხმელი შეთავაზებას დათანხმდება კიდეც. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. 

არგენტინის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონებთან მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მის თანახმად, სეზონში 7,3 მილიონ ევროს გამოიმოუშავებს. იუვენტუსი დიბალას კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას სთავაზობს, სადაც ხელფასის ოდენობა, ბონუსების გარეშე, სეზონში 9 მილიონ ევრომდე იქნება გაზრდილი. 

აღსანიშნავია, რომ ტურინის იუვენტუსის ასეთი შეთავაზება ახლოსაა იმასთან, რაც პაულოს სურდა. იუწყებიან, რომ არგენტინელი სეზონში, ბონუსების გარეშე, 10 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა ისე ჩანს, რომ უარს არც 9 მილიონზე იტყვის.

წერენ, რომ დიბალა მოლაპარაკებით კმაყოფილი დარჩა, თუმცა გარკვეული დრო ითხოვა, რათა ყველაფერზე კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეს.

არგენტინელმა იუვესთან ერთად  სკუდეტო მეოთხედ მოიგო

პაულო დიბალა ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2015 წლიდან იცავს, სადაც პალერმოდან 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. არგენტინელი "ბებერ ქალბატონს" ჯამში 9 ტიტულის, მათ შორის 4 სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. პორტალი transfermarkt ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები