Thumbnail
  • შალვა სუთიაშვილის ლელო დაქსთან.
  • Actus Pro D2-მა სუთიაშვილი ტურის სიმბოლურში შეიყვანა.

Pro D2-ის 23-ე ტურში, დაქსისა და ანგულემის შეხვედრაში, შალვა სუთიაშვილმა დაქსს ლელო დაუდო. ქართველმა მორაგბემ თავი მე-7 წუთზე გამოიჩინა. სუთიაშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

სარაგბო გამოცემა Actus Pro D2-მა შალვა სუთიაშვილს კარგი თამაში დაუფასა და ის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ანგულემმა დაქსს 28:23 მოუგო. სუთიაშვილის კლუბი 51-ქულით მე-9 ადგილს იკავებს. ანგულემი მომდევნო შეხვედრას ილია კაიკაციშვილის მასთან გამართავს.

შალვა სუთიაშვილის ლელო დაქსთან

კომენტარები

ბოლო ამბები