Thumbnail
  • ხოსეპ გვარდიოლას სიტი და ბაიერნი ერთმანეთში აერია
  • პეპის რეაქცია ძალიან მაგარია

ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელია, მაგრამ ბარნლისთან 4:1 მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, როდრიზე საუბრისას, ეს ამბავი ცოტა ხნით დაავიწყდა. პეპს ერთი წამით თავი ისევ მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელი ეგონა. თუმცა შეცდომა ერთ წამში, ძალიან მაგარი რეაქციით გამოასწორა.

Not Pep's finest moment 😅

Pep confused Manchester City with Bayern Munich 😂

Posted by Bleacher Report Football on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2019

ხოსეპ გვარდიოლა: “ჩემი აზრით, როდრი ძალიან კარგად მოერგო პრემიერლიგას. და მე ვფიქრობ, რომ მიუნხენის ბაიერნმა… მიუნხენის ბაიერნი? მანჩესტერ სიტიმ… ბაიერნი ვთქვი, WHAT THE F**K?! არ ვიცი, რაზე ვფიქრობდი. იმის თქმა მინდა, რომ მანჩესტერ სიტიმ მისი სახით შესანიშნავი ფეხბურთელი შეიძინა."

მას მერე, რაც ბაიერნის შეფებმა ნიკო კოვაჩი გაათავისუფლეს, გერმანიაში მართლაც იყო საუბრები გვარდიოლას შესაძლო დაბრუნებაზე, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ეს ამბავი გამორიცხულია. მიუნხენში თომას ტუხელის დანიშვნა სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები