Thumbnail

მორის ყვითელაშვილი: მაპატიეთ, რომ ასე ცუდად გამოვედი და დაგაღალატეთ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი მოციგურავე პიონჩანში ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო დარჩა.
  • ყვითელაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი წარუმატებლობა აღარ განმეორდება.

პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს გუნდის მედროშე, მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

22 წლის ქართველი მოციგურავე, რომელმაც ოლიმპიადაზე გამოსვლა 24-ე ადგილზე დაასრულა, შედეგით იმედგაცრუებული დარჩა.  

მთავარია მონაწილეობა - მორის ყვითელაშვილის 24-ე ადგილი და უბადლო იაპონია

"არ შემიძლია, რომ არ ვთქვა! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და მაპატიეთ, რომ ასე ცუდად გამოვედი და დაგაღალატეთ! ბევრი მანუგეშებდა და მეუბნებოდა - "ოლიმპიადაზე ხარ და ეს უკვე მაგარია". დიახ, ეს მართლაც არის დიდი ისტორიის მქონე შეჯიბრება, განუმეორებელი ატმოსფეროთი, მაგრამ არ მინდა თავი მოვიტყუო, ჩემთვის მნიშვნელოვანი არამხოლოდ აქ ჩამოსვლა და ყოფნა, კარგად და ღირსეულად გამოსვლაც იყო! კიდევ ერთხელ გმადლობთ ყველას! შრომას გავაგრძელებ და შევეცდები, ასეთი გამოსვლა აღარ განმეორდეს. გმადლობთ!"

პიონჩანში, ყვითელაშვილის გარდა, ასპარეზობა ასევე დაასრულეს მოციგავე გიორგი სოღოიანმა და სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა. საქართველოს ოთხკაციანი ოლიმპიური გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი იასონ აბრამაშვილი 22 თებერვალს სლალომში გამოვა.

► სოღოიანი 30-ეულს მიღმა - ოქრო ავსტრიელმა გლაიშერმა მოიგო!

► ნინო წიკლაურის პირადი რეკორდი და შვედი ჰანსდოტერის ტრიუმფი სლალომში

იასონის ერთი ცდა - აბრამაშვილი ფინიშამდე ვერ ჩავიდა

მოსკოვში დაბადებულმა და გაზრდილმა ყვითელაშვილმა საქართველოს სახელით ასპარეზობა 2016 წლის ზაფხულიდან გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები