Thumbnail

'მარტო სახლშის პერსონაჟი' ვაკო გვილია - ლეგიას ორიგინალური პოსტერი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლეგია ქომაგებს 2019 წლის ბოლო საშინაო მატჩზე ორიგინალურად ეპატიჟება
  • პოლონური კლუბის პოსტი 2019 წლის ბოლო მატჩისთვის

ალბათ, ფილმი ''მარტო სახლში'' ყველას გინახავთ. თუ არ გინახავთ, ახალი წელი მოდის და რომელიმე ტელეკომპანიის ეთერში აუცილებლად შეგხვდებათ. ბევრს კევინ მაკალისტერის ადგილზე საკუთარი თავიც წარმოუდგენია და გეგმებიც დაულაგებია, თუ როგორ გაუმკლავდებოდა მძარცველებს.

პოლონურმა ლეგიამ სოციალურ ქსელში მატჩისწინა პოსტერი გამოაქვეყნა, რომელზეც ვაკო გვილია და პორტუგალიელი ლუის როშა არიან გამოსახულნი, რომლებიც მძარცველებს, მარვ მერჩანტსსა და ჰარი ლაიმს განასახიერებენ.

კლუბი ქომაგს 2019 წლის ბოლო საშინაო მატჩზე ეპატიჟება, რომელსაც ლეგია გიორგი მერებაშვილის ვისლა პლოცკთან 14 დეკემბერს გამართავს.

ლეგია: დეკემბრის საღამოს, უკეთესია, თუ სახლში მარტო არ იქნები. წამოიყვანე შენი ოჯახი და მეგობრები. დაესწარი 2019 წლის ბოლო საშინაო მატჩს ვისლა პლოცკის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ''მარტო სახლში'' 1990 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. ფილმის ბიუჯეტი 18 მილიონი დოლარი იყო, ხოლო მოგება 476 მილიონი დოლარი.

W grudniowy wieczór lepiej nie siedź sam w domu 😉 ▶️ bilety.legia.com Zabierz rodzinę, znajomych i przyjdźcie razem...

Posted by Legia Warszawa on ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები