Thumbnail
  • ტენერიფე 82:64 ბამბერგი
  • გიორგი შერმადინი - 19 ქულა, 5 მოხსნა

საკალთბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ გერმანული ბამბერგი 82:64 დაამარცხა. ქართველი ცენტრი ესპანური კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო. 24 წუთში მან 19 ქულა დააგროვა. თამაშიდან 67%-იანი სიზუსტით ისროდა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან - უნაკლოდ. გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა სწორედ შერმადინს ჰქონდა.

შერმადინის სუპერჩატენვა

მის ანგარიშზეა 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა, პასივში - 4 დაკარგვა და 1 პერსონალური შენიშვნა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) შერმადინი გუნდში მხოლოდ მარსელინიო უერტასს (20) ჩამორჩა. 

C ჯგუფში პირველი წრე დასრულდა და შერმადინის გუნდი 7-დან 7 მოგებით ლიდერია. პლეი ოფში 4 საუკეთესო გადის. 10 დეკემბერს ტენერიფე ნიჟნი ნოვგოროდს ესტუმრება. 

მატჩის ჰაილაითები

კომენტარები

ბოლო ამბები