Thumbnail

ლეგია გვილიასა და კანტეს გოლებით თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გურნიკ ლენჩნა 0:2 ლეგია
  • ვაკო გვილიამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

პოლონეთის თასის მერვედფინალში ვაკო გვილიას ლეგიამ გურნიკ ლენჩნას სტუმრად 2:0 მოუგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ჩემპიონატში გატანილი გოლის შემდეგ, გვილიამ თასზეც გამოიჩინა თავი და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

ვაკო მატჩის ანგარიში მე-40 წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი მასპინძლებს ესპანელმა ხოსე კანტემ გაუტანა. გატანილი გოლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ლიეტვუელ თანაგუნდელს არვიდას ნოვიკოვასს მხარდაჭერა გამოუცხადა. ნოვიკოვას კორონასთან მოგებულ მატჩში მე-20 წუთზე დაიმტვრა და სწორედ კანტემ შეცვალა.

ვაკოს გუნდი მომდევნო მატჩს ექსტრაკლასაში ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელი ვროცლავის შლიონსკის წინააღმდეგ ითამაშებს.

ვაკო გვილიას გოლი ლეჩნას კარში პოლონეთის თასზე

ვაკო გვილიას გოლი ლეჩნას კარში პოლონეთის თასზე ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები