Thumbnail

'მაგიდაზე უამრავი წინადადება მიდევს' - პოჩეტინო დაბრუნებას მალე აპირებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პოჩეტინო არგენტინაში დაბრუნდა და ისვენებს
  • 47 წლის 'პოჩი' ამბობს, რომ დასაბრუნებლად ბევრი დრო არ ჭირდება

მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მზადაა 'პროექტებს მოუსმინოს' - არგენტინელი სულ რაღაც 2 კვირაა რაც ტოტენჰემიდან გაუშვეს, თუმცა უკვე ევროპაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

47 წლის პოჩეტინო მცირე შესვენების მიზნით არგენტინაში დაბრუნდა, სადაც წინადადებებს განიხილავს და იანვრიდან ევროპაში სამუშაოდ დაბრუნდება.

"ძალიან ბევრი კლუბი დამიკავშირდა, ბევრი პროექტი მიდევს მაგიდაზე..." - ამბობს პოჩი. "მინდა ევროპაში დაბრუნება და მუშაობა, მაგრამ მანამდე ცოტა დასვენება არ მაწყენს."

"ტოტენჰემში გატარებული თითქმის 6 წლიანი პერიოდის შემდეგ ცოტა დასვენება მჭირდება და ბევრი რამის გადაფასება მომიწევს" - პოჩეტინოსთვის ყველაზე შესაფერისი კლუბი, როგორც ამბობენ მიუნხენის ბაიერნია, სადაც ნიკო კოვაჩის გაშვების შემდეგ მთავარ მწვრთნელს ეძებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები