Thumbnail

ქალთა ფეხბურთის დღე - ინგლისის ნაციონალურ ფეხბურთის მუზეუმში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ქალთა ფეხბურთისადმი მიძღვნილი გამოფენა მანჩესტერის ნაციონალურ ფეხბურთის მუზეუმში.

ისტორიაში ყველაზე დიდი ქალთა ფეხბურთის მემორაბილიის და ისტორიული ნივთების გამოფენა წელს ინგლისის ნაციონალურ მუზეუმში გაიმართება.

გამოფენისთვის მზადება ფეხბურთის მუზეუმმა პროფესორ ჯინ ვილიამსს ჩააბარა. ვილიამსის ინიციატივით, ფეხბურთის მუზეუმი ამერიკელი მოყვარულის - კრის უნგერის კოლექციას 150,000 ფუნტად შეიძენს. უგნერის კოლექციაში დაახლოვებით 25,000 ნაკეთობა შედის და მოიცავს 1869 წლის ნივთებსაც.

ყველაზე ძველი ნივთი კოლექციაში - გოგონები ბურთით. 1869 წელი, ჰარპერის ბაზარი.

"სამწუხაროდ კრისი დღეს ჩვენთან ერთად აღარ არის" ამბობს ვულვერჰემპტონის უნივერსისტეტის პროფესორი, რომელმაც უნგერი 1999 წელს ლოს ანჯელესში პრესკონფერენციაზე გაიცნო. "მაგრამ ამ კოლექციის მოვლა, ქალთა ფეხბურთში მისი ენთუზიაზმის და ღვაწლის დაფასება იქნება."

ვილიამსი, რომელიც ქალთა ფეხბურთის ისტორიას უკვე 25 წელია სწავლობს, ამბობს, რომ ქალთა ფეხბურთი ისტორიულად ისეთი მიჩქმალული არ იყო, როგორც ეს ხალხს წარმოუდგენია "ამ მატერიალს როდესაც უყურებ, ხვდები, რომ ქალთა ფეხბურთი ადრე პოპულარული იყო - აქ არის საფოსტო ბარათები, ფოტოები, პატარა თოჯინები, ჩაის ჭიქები, საფოსტო მარკები, გულსაბნევები, პატარა ქანდაკებები, პოსტერები და ა.შ. ადრე ქალთა ფეხბურთის სიახლეები, ძალიან პოპულარული იყო პრესაში."

მარცხენა ზედა კუთხეში - სტოკ სიტის ქალთა გუნდი, რომელიც ქალთა ფეხბურთის აკრძალვამდე, ინგლისში ყველაზე წარმატბული გუნდი იყო.

1881 - პირველი ქალთა ოფიციალურად მატჩი ინგლისში.

1921- წელს ფეხბურთის ასოციაციამ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთი აკრძალა და ფეხბურთი "ქალისთვის შეუფერებელ" საქმიანობად გამოაცხადა.

1970 - წელს იტალიაში პირველი ქალთა ფეხბურთის არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, ერთი წლის შემდეგ ფეხბურთის ასოციაცია იძულებული გახდა ბანი მოეხსნა.

1991 - 70-იან წლებში პრესის ტაბლოიზირებამ, ქალის იმიჯი სპორტს კიდევ უფრო დააშორა და მარგინალური გახადა. პირველი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ 1991 წელს ჩატარდა, სპონსორების და საპირიზო თანხის გარეშე, 40 წუთიანი ტაიმებით, რომელიც ამერიკამ მოიგო, მაგრამ ფინალი ამერიკაში ტელევიზიით არ გადაუციათ.

1993 - წელს ფეხბურთის ასოციაციამ ქალთა ფეხბურთი ოფიციალურად თავის ერთ-ერთი მიმართულებად დაასახელა.

1999 - ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, როუზ ბოულზე 90,000 მაყურებელი დაესწრო.

ქალთა ფეხბურთის საერთაშორისო კონფერენციას ფეხბურთის მუზეუმი უმასპინძლებს, რომელიც სავარაუდოდ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეზე გაიმართება, სადაც განხილული და განვრცობილი იქნება, გამოფენის დეტალები, ასევე ის ისტორიები და ამბები, რომლებიც ქალთა ფეხბურთის შესახებ არ ვიცით.

კომენტარები

ბოლო ამბები