Thumbnail

ოსაკას გრანდ სლემის TOP 5 იპონი - ქართველი ძიუდოისტების გარეშე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოსაკას გრანდ სლემის ხუთი საუკეთესო იპონი ცნობილია
  • 2 ევროპელი და 3 აზიელი ძიუდოისტი TOP 5-ში

ოსაკას გრანდ სლემზე, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ტურნეს ბოლოსწინა ტურნირი იყო, ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მედლის აღება მხოლოდ ერთმა შეძლო. ბექა ღვინიაშვილმა ფინალში უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა და საქართველოს 4-წლიანი პაუზის შემდეგ ამ ტურნირზე ოქროს მედალი მოუტანა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოსაკას გრანდ სლემის TOP 5 იპონი გამოარჩია, სადაც ორი ევროპელი და სამი აზიელი ძიუდოისტი მოხვდა. სამწუხაროდ, ქართველების არცერთი გდება TOP 5-ში არ შეუყვანიათ.

TOP 5
5.
ფანი ესტელ პოსვიტი
4. კოკორო კაგეურა
3. კიმ პოლინგი
2. ჯოშირო მარუიამა
1. დონჰან გვაკი.

კომენტარები

ბოლო ამბები