Thumbnail
  • იტალიის ნაკრების ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ინტერიც ჩაერთო
  • ნერაძური ორ ფეხბურთელს თმობს და 30 მილიონ ევროს იხდის

ინტერი იტალიის სერია A-ს ლიდერობს და ტურინის იუვენტუსს ერთი ქულით უსწრებს. ანტონიო კონტე იტალიაში ტურინელთა ჰეგემონიის დამხობას ცდილობს. მას სურს, რომ გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე კარგი ფეხბურთელით გაძლიერდეს.

იტალიურ პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ ტურინის იუვენტუსს ფედერიკო კიეზას გადაბირება სურდა, თუმცა ახლა უკვე ახალი ინფორმაცია გაჩნდა - კიეზასთვის ბრძოლაში ინტერიც ჩაება, რომელიც ფიორენტინას 30 მილიონ ევროსა და 2 ფეხბურთელს სთავაზობს.

''ნერაძური'' ფიორენტინას დალბერტ ენრიკესა და მატეო პოლიტანოს სთავაზობს. დალბერტ ენრიკე ფიორენტინაში იჯარის წესით თამაშობს. გარდა ამისა, ინტერი, კიეზას ტრანსფერისთვის იმ 30 მილიონი ევროს შოვნას, გაბრიელ ბარბოსას გაყიდვით გეგმავს.

საინტერესოა, რომელ გუნდში წავა იტალიის ნაკრებისა და ფიორენტინას შემტევი, რომელმაც ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი სომხეთთან მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. კიეზას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

იტალიის ნაკრებმა სომხეთის ნაკრები გაანადგურა

იტალია 🇮🇹 9:1 სომხეთი 🇦🇲 - სკუადრა აძურამ ჯგუფში 10-დან 10 მატჩი მოიგო

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები