Thumbnail

ხავიერ ერნანდესი: MLS ვითარდება და ჩემთან მოლაპარაკება შეიძლება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხავიერ ერნანდესს სევილიაში სრულად 90 წუთი არ უთამაშია
  • მექსიკელი ანდალუსიურ გუნდში ყოფნით უკმაყოფილოა და ვარიანტებს MLS-დან ელის

სევილიას მექსიკელმა შემტევმა, ხავიერ ერნანდესმა ამერიკულ მედიასთან სევილიაში მის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მექსიკელ ფეხბურთელს, რომელიც ესპანეთში ინგლისიდან გადავიდა, სათამაშო დრო არ ეძლევა. ერნანდესს ესპანეთში სრულად 90 წუთი არ უთამაშია.

ხავიერმა სევილიასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 7 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი. ერნანდესმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ ლიგაში თამაში მისთვის დიდი შანსი და შესაძლებლობა იქნება.

ლოს ანჯელესის გაზეთმა მექსიკელ ფეხბურთელს ჰკითხა, შეთავაზების შემთხვევაში MLS-ში გადასვლაზე თანახმა თუ იქნება.

ხავიერ ერნანდესი: დიახ, ნამდვილად. შეხედეთ, მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემს მომავალზე. მე მინდა ვიყო ყველასთვის ღია, თუ შესაძლებლობა მომეცემა. ჩემთან მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია. MLS არის ლიგა, რომელიც ძალიან ვითარდება. ჩემთვის ყველა ლიგა დიდი შესაძლებლობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები