Thumbnail

დიდი 10 | მეორე წრე დაიწყო - ხარები ჩემპიონატის ლიდერია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში რეგულარული სეზონის მეორე ნაწილი დაიწყო
  • 5-დან ორ შეხვედრაში მასპინძლებმა მოიგეს, 3 მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა

დიდი 10-ის მეორე წრე მოქმედი ჩემპიონისა და დებიუტანტის მატჩით გაიხსნა. ბათუმმა საკუთარ არენაზე იუნკერებს უმასპინძლა და მეტოქეს 12 ქულით, 20:8 მოუგო. მასპინძლებმა იუნკერებს 2 ლელო დაუდეს და სეზონში მე-6 მოგება იზეიმეს.

ბათუმს 32 ქულა აქვს და ცხრილში მე-2 ადგილზეა. იუნკერები დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ბათუმი მომდევნო ტურში ყოჩების წინააღმდეგ ითამაშებს. იუნკერების მეტოქე კი ქუთაისის აია იქნება.

ბათუმი: ლელოები - ქოიავა, ტრაპაიძე. ურჯუკაშვილმა 2 ჯარიმა და 2 გარდასახვა გაიტანა.

იუნკერები: ლელო - გომიაშვილი. ჯარიმა - ხარაზიშვილი

„ჩერეზ სებია“ ქართულ რაგბიში 😲

„ჩერეზ სებია“ ქართულ რაგბიში 😲 თუთბერიძე-ტრაპაიძის საოცარი კომბინაცია

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2019

არმაზი საკუთარ მოედანზე აკადემიასთან განადგურდა. სტუმრებმა მატჩი 34 ქულით მოიგეს. აკადემიამ 40:6 მოიგო და ბონუს ქულა მოიპოვა. მასპინძლებმა 6 ლელო და 5 გარდასახვა გაუშვეს, ხოლო თვითონ მხოლოდ 2 ჯარიმის გატანა შეძლეს.

არმაზი ამ დროისთვის მე-7 ადგილზეა. მათ 15 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში გორის ჯიქს ხვდებიან. აკადემიამ ამ გამარჯვებით მე-3 ადგილზე აღზევდა. მათ 31 ქულა დაუგროვდათ და მომდევნო ტურში ჩემპიონატის ლიდერს, რუსთავის ხარებს მასპინძლობენ.

არმაზი: ჭიკაიძემ 2 ჯარიმა გაიტანა.

აკადემია: ლელოები - გვარამია, გოგლიძე, ბურდული, ხელაია, ზოიძე, ს.ილურიძე. მოძღვრიშვილმა 5 გარდასახვა გაიტანა.

ყველაზე უხვქულიანი თამაში ავჭალაში გაიმართა, სადაც ლოკომოტივმა ჯიქთან 26:32 წააგო. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო 20 წუთში გორულმა კლუბმა გაქცევა შეძლო - მათ საკმაოდ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც ლოკომოტივმა ვერ გაქვითა და მატჩიც დათმო.

ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ლოკომოტივი რთულ მდგომარეობაშია. მათ 15 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ. ჯიქი საპლეიოფო ექვსეულშია და 25 ქულა აქვს. გორელები ქუთაისის აიას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

ლოკომოტივი: ლელოები - ქვათაძე, ჩიღვინაძე. ასათიანმა 2 გარდასახვა და 4 ჯარიმა გაიტანა.

ჯიქი: ლელოები - კალანდაძე, ბეგაძე, დევსურაშვილი, კოპაძე. ჯინჭველაშვილმა 3 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა. წიკლაური ერთი გარდასახვა გაიტანა.

გიორგი ბეგაძის ლელო თბილისის ლოკომოტივთან

გიორგი ბეგაძის ლელო თბილისის ლოკომოტივთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2019

დიდ 10-ს რუთავის ხარები ლიდერობს, რომელმაც მე-10 ტურში გათამაშების აუტსაიდერ ყოჩებს მძიმე ბრძოლაში სძლია. ხარები უპირატესობას თავიდანვე ფლობდა. ანგარიშშიც წინ იყვნენ, თუმცა ყოჩებმა სხვაობის შემცირება შეძლეს და მხოლოდ ერთი ლელოს სხვაობით დამარცხდნენ.

ხარებს 33 ქულა აქვს და ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. ყოჩებს ლიდერთან აღებული ბონუს ქულა გამოადგათ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისელები ბოლო ადგილზე არიან, ისინი მათზე წინ სამ გუნდს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

ქუთაისის აია ლელოსთან საკუთარ მოედანზე 16:21 დამარცხდა. აიას 26 ქულა აქვს და მე-5 ადგილამდე დაქვეითდა. ლელომ კი აიას გადაასწრო და ახლა უკვე მე-4 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები