Thumbnail

მორიგი გაუგებრობა არსენალის გარშემო - ფეხბურთელებმა ბავშვს ხელი არ ჩამოართვეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მორიგი გაუგებრობა არსენალის გარშემო
  • ნორვიჩთან მატჩის წინ მომხდარი უცნაური ინციდენტი

კვირას ნორვიჩთან მატჩამდე, არსენალის ფეხბურთელებმა ქეროუ როუდზე მისულ კლუბის 'მასკოტ' ბავშვს ხელი არ ჩამოართვეს, რასაც ტვიტერზე დიდი კრიტიკა მოჰყვა.

არსენალი მატჩს ორჯერ აგებდა, თუმცა გუნდის გაბონელმა ლიდერმა - პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ორივე შემთხვევაში გათანაბრება შეძლო და ფრედი ლიუნგბერგის სადებიუტო შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.

კლუბმა გრანიტ ჯაკას სკანდალი გადაიტანა, შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის - უნაი ემერის გაათავისუფლა, ახლა კი მორიგი კრიტიკა ლონდონელებმა 'მასკოტის' გამო მიიღეს.

თუმცა შემდეგ გუნდის ინგლისელმა მცველმა - კალუმ ჩამბერსმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა "კამერები ხშირად ისტორიის ერთ მხარეს აფიქსირებენ..." - წერდა ჩამბერსი.

კომენტარები

ბოლო ამბები