Thumbnail
  • ‘ტელეგრაფის’ ინფორმაციით, შვედი სუპერვარსკვლავი იტალიაში ბრუნდება
  • ზლატანმა და მილანმა 18-თვიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს

როგორც ჩანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი გარკვეულია. 38 წლის შვედ თავდამსხმელს ლოს ანჯელეს გელექსისთან კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება და გადაწყვეტილია, რომ ევროპაში ბრუნდება.

რამდენჯერმე გავრცელდა ცნობები, რომ მისი გადაბირებისთვის ბრძოლაში ფავორიტი მილანია, სადაც ზლატანი ადრეც (2010-დან 2012 წლამდე) თამაშობდა. 

‘ტელეგრაფის’ ინფორმაციით, იბრას მილანში დაბრუნება გადაწყვეტილია - მან უკვე შეათანხმა კონტრაქტი ‘როსონერისთან’ და იტალიურ კლუბში 18-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

იბრა მილანში 2010-დან 2012 წლამდე თამაშობდა

რამდენიმე დღის წინ, ზლატანმა ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში მილანზე ისაუბრა: “მილანი ჩემთვის მეორე სახლია. ეს ქალაქი ჩემთვის უბრალოდ მეორე სახლი კი არ არის, არამედ ზუსტად მეორე სახლია! მიყვარს იტალია და იტალიელები. იქ გატარებულ წლებთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. თუკი იქნება პროექტი, რომელიც მოტივაციას შემმატებს, ამ დონეზე ფეხბურთის თამაში 50 წლამდე შემიძლია,” - განაცხადა ზლატანმა ხსენებულ ინტერვიუში.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • იუნაიტედი
  • ფრე
  • ტოტენჰემი

კომენტარები

ბოლო ამბები