Thumbnail
  • მილტონ ჰეიგი კანდიდატთა გაფართოებულ სიაში
  • 'ბორჯღალოსნების' ექს-თავკაცი სკეპტიკურად არის განწყობილი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებს წლის ბოლომდე ახალი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. სულ მალე გახდება ცნობილი, ვინ შეცვლის სტივ ჰანსენს, რომლის ხელმძღვანელობითაც "ოლ ბლექსმა" მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაკარგა და იაპონიაში მე-3 ადგილს დასჯერდა. 

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში მომდევნო კვირაში გასაუბრებაზე იან ფოსტერი და სკოტ რობერტსონი არიან დაბარებული. შესაბამისად, ფავორიტებიც ისინი არიან. 

მოგეხსენებათ, ერთი თვის წინათ, ახალი ზელანდიის სახელმწიფო ტელევიზიამ (TVNZ) 26 კანდიდატს შორის "ბორჯღალოსნების" ყოფილი თავკაცი მილტონ ჰეიგიც შეიყვანა, თუმცა თავიდანვე ცხადი იყო, რომ ჰეიგს "ოლ ბლექსის" მწვრთნელობის ძალიან მცირე შანსი აქვს. 

ჰეიგის პროფილი სანტორის ვებსაიტზე გამოჩნდა

მილტონ ჰეიგმა იაპონურ სანტორი სანგოლიათთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. სხვათა შორის, იაპონიაში წავიდა სამუშაოდ სტივ ჰანსენიც, რომელიც ტოიოტა ვერბლიცის კონსულტანტი გახდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ზელანდიურ NZCity-თან კომენტარი სწორედ "ოლ ბლექსში" მის შესაძლო მიწვევაზე გააკეთა. 55 წლის ზელანდიელი სკეპტიკურად არის განწყობილი:

მილტონ ჰეიგი: "გულხელდაკრეფილი ჯდომას და იმის ლოდინს, რომ ოდესმე "ოლ ბლექსში" დამიძახებენ, არ ვაპირებ და ზუსტად ასე იქცევა ბევრი ახალზელანდიელი მწვრთნელი. მიმაჩნია, რომ დღეს ისეთი მწვრთნელის სწრაფად პოვნა, რომელიც ნაკრებისთვის სწორი არჩევანი იქნება, შეუძლებელია". 

კომენტარები

ბოლო ამბები