Thumbnail

იმედის ფსონი | მონაკოს ორიანი და ტოტენჰემის X2 იუნაიტედთან რეალურია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 3 დეკემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი  ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,9 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, ბორდოს საკუთარ მოედანზე ნიმთან მოგებას აქვს - 2,0. 

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ჩემი პირველი თამაში საფრანგეთის ჩემპიონატიდან იქნება. მონაკო, რომელმაც თავიდან ძალიან ცუდად დაიწყო, ახლა ნელ-ნელა ცდილობს, გამოასწოროს მდგომარეობა. წააგო ორი გასვლა - სენტ ეტიენთან და ბორდოსთან, ორ კლასიკურ ფრანგულ გუნდთან. თუმცა ბოლო დროს რაც ვნახე მონაკოს მატჩები, საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს. საპირისპირო მდგომაროება აქვს ტულუზას - ზედიზედ ხუთი წაგება აქვს და თან, მინიმუმ ორ და მაქსიმუმ სამ ბურთს უშვებს. თუ მონაკო ზედიზედ რამდენიმე მატჩს მოიგებს, ლიდერთა შორის მოსახვედრად შეეძლება ბრძოლა. ვფიქრობ, მონაკო სტუმრად ბოლო ადგილოსან ტულუზას მოუგებს.

მეორე თამაში ბრესტი-სტრასბურია. სტრასბურმა ამ სეზონში გასვლითი თამაშები რაც ჩაატარა, ერთი მოუგო ამიენს (4:0), დანარჩენი ხუთი თამაში კი ისე წააგო, გოლიც არ გაუტანია. მოკლედ, გასვლაზე ვერ თამაშობს. ბრესტს რაც შეეხება, ბოლოსწინა ტურში შინ პარი სენ-ჟერმენთან წააგო, იქამდე კი სახლში ბოლოს მარტში, მეორე ლიგაში ჰქონდა წაგებული... ამ სეზონში 8 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს და არ მგონია, რომ ახლა შინ სტრასბურთან წააგოს.

ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანია-საფრანგეთის მატჩია. ჩემპიონ საფრანგეთს აუცილებლად მოგება სჭირდება, კარგი გუნდია და შეიძლება აჯობოს კიდეც, მაგრამ გერმანიაც მშვენიერი გუნდია და სულაც არ არის აუცილებელი, რომ 4 ბურთით წააგოს. გერმანიის პლუს 3,5-ს ავიღებ.

ბილეთს ბორდო-ნიმის მატჩით დავასრულებ. ბორდო სახლში კარგია, ნიმი კი კარგი სად არის, არავინ იცის. ბორდო ბოლო ტურებში არ აგებს, სახლში ნანტს, მონაკოს უგებს, გასვლაზე კი რეიმსსა და ნიცასთან არ აგებს. მგონია, რომ ბორდო გაუსწორდება და დაამარცხებს ამ ნიმს, რომელსაც ბოლოს გასვლაზე 4 მაისს აქვს მოგებული.          

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს მაგისტრი, პროგნოზისტი გიორგი ჯაფარიძე (giorgi Sao Paulo) იყო, რომელმაც 6-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, ჯამური კოეფიციენტით 9,8. გიორგის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 1,65, ლონდონის არსენალის ბრაიტონთან გამარჯვებას აქვს. 

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 16,7 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები