Thumbnail

'მხოლოდ ჩვენი ბრალია' - ბეჟანიშვილმა მარცხის შემდეგ მწვრთნელი დაიცვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილინოისი 79:81 მაიამი
  • ბეჟანიშვილის 5 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა NCAA-ში სეზონის მეორე მარცხი იწვნია - მაიამი ჰარიკეინსთან 79:81 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 32 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 2 ბლოკ-შოტი მოაგროვა. 

ილინოისის უნივერსიტეტი 27-ქულიანი სხვაობით აგებდა, თუმცა ბოლოს "გაქცევა" მოაწყო და თამაშის შემოსატრიალებლად სულ ცოტა არ ეყო - 2 ქულა. ილინოისის ცენტრმა კოფი კოკბერნმა 23 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.

"ისე მონდომებით ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. მოედანზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ასე რომ, მარცხი ჩვენი, მოთამაშეების ბრალია და არა მწვრთნელის. ჩვენ ყოველი მატჩისთვის 100 პროცენტით უნდა ვიყოთ მზად", - განაცხადა ბეჟანიშვილმა და არ დაეთანხმა მწვრთნელ ბრედ ანდერვუდს, რომელმაც მარცხის მიზეზად საკუთარი შეცდომა დაასახელა.

ბეჟანიშვილის ასისტი კოკბერნს

მომდევნო მატჩი ბეჟანიშვილის გუნდს "ბიგ 10-ის"კონფერენციაში მერილენდთან აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები