Thumbnail
  • შრილანკელმა ჟურნალისტმა თავისი არჩევანით ყველა გააოცა
  • ჰაფიზ მარიკარის ხმები უცნაურად მარტო წელს არ გადაუნაწილებია
  • საინტერესოა გვატემალელი ჟურნალისტის ხუთეულიც

2 დეკემბერს, პარიზში ოქროს ბურთი 2019-ის დაჯილდოება გაიმართა. ლიონელ მესიმ ჯილდოს მოგება მეექვსედ შეძლო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. არგენტინელმა ლივერპულის მცველ ვირჯილ ვან დაიკს აჯობა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. მესამე კი კრიშტიანო რონალდოა.

ოქროს ბურთის გამარჯვებულებს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემის შედეგად ავლენენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა შრილანკელი ჟურნალისტის, ჰაფიზ მარიკარის არჩევანი, რომელიც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.

📋 მეტი ამ თემაზე:

მარიკარის რჩეული არც მესი, არც ვან დაიკი და არც რონალდოა. ყველასთვის მოულოდნელად, მან პირველ ადგილზე ლივერპულის მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი აირჩია. უცნაურია ზოგადად მისი ხუთეულიც.

ჰაფიზ მარიკარის ხუთეული

1. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)
2. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი)
3. ანტუან გრიზმანი (ბარსელონა)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
5. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)

შრილანკელი ჟურნალისტი გასულ წლებშიც უცნაურად ანაწილებდა ხმებს. 2017 წელს მან პირველ ადგილზე ლეონარდო ბონუჩი გაიყვანა, შარშან კი - ლიდერად ედენ აზარი დაასახელა.

გამორჩეული იყო გვატემალელი ჟურნალისტის ხუთეულიც.

კომენტარები

ბოლო ამბები