Thumbnail

U17 | ელიტ რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უეფამ 17-წლამდელთა ელიტ რაუნდის წილისყრა ჩაატარა
  • საქართველოს ნაკრები ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბელგიაში იბრძოლებს

ნიონში 17 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის წილისყრა გაიმართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი მე-6 ჯგუფში მოხვდა ინგლისის, ბელგიისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად. მატჩები 25, 28 და 31 მარტს ბელგიაში გაიმართება. 

ელიტ რაუნდიდან ფინალურ ეტაპზე 15 ნაკრები გადის, რომელთაც მასპინძელი ესტონეთი დაემატება. ასე რომ, ფინალურ ეტაპზე 8 ჯგუფის გამარჯვებული და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველი საკვალიფიკაციო წრიდან ელიტ რაუნდში ისე გავიდა, რომ გოლი არ გაუტანია (საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით). 

კომენტარები

ბოლო ამბები