Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს დამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა
  • კატია ავეირო ვირჯილ ვან დაიკს მიმართავს

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, ლივერპულის ვარსკვლავმა ვირჯილ ვან დაიკმა კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკა. კითხვაზე, რას ფიქრობს პორტუგალიელის სახით ერთი კონკურენტის ჩამოშორებაზე, ჰოლანდიელმა ასე უპასუხა: “რონალდო საერთოდ კონკურენტი იყო?”

ჰოლანდიელი მცველის ამ სიტყვების გამო კრიშტიანოს 42 წლის და კატია ავეირო ძალიან გაბრაზდა. მან ინსტაგრამზე კრიშტიანოს ლეგენდარული ‘მაკრატელას’ ფოტო გამოაქვეყნა, თანდართულ ტექსტში კი ვან დაიკს უპასუხა. მან ჰოლანდიელს CR7-ის წარმატებები და ჩემპიონთა ლიგისა და ერთა ლიგის ფინალში წაგება გაახსენა.

რონალდოს დის პოსტი

“ძვირფასო ვირჯილ, სადაც არ უნდა წახვიდე, კრიშტიანო რონალდო იქ ათასჯერ ნამყოფია. ჩემო საყვარელო ვირჯილ, იცი, რომ კრიშტიანო რონალდომ სამჯერ მოიგო ის ლიგა, სადაც შენ უკვე წლებია თამაშობ და ვერაფერი მოიგე?

კრიშტიანო რონალდო სულაც საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი იყო იმ ქვეყანაში, სადაც შენ თამაშობ. და სხვათა შორის, მაშინ შენზე ახალგაზრდა იყო.

ამის შემდეგ, ძვირფასო ვირჯილ, კრიშტიანო რონალდო სხვაგან წავიდა და რეალ მადრიდის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელი გახდა. ეს ფაქტი რამეს გეუბნება, ვირჯილ?

მერე, ამ გუნდმა, კრიშტიანოსთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა. სხვათა შორის, რონალდოს ჩემპიონთა ლიგა უკვე ხუთჯერ აქვს მოგებული, ვირჯილ. და ზუსტად ამ რონალდომ და მისმა თანაგუნდელებმა დაანგრიეს შენს ჰოლანდია ფინალში (ერთა ლიგის - რედ.)! ეს არცისე კარგი ამბავია, არა ვირჯილ? ვიზიარებთ.

და, ძვირფასი ვირჯილ, თვით კარიერის ნაკლებად წარმატებულ ფაზებშიც კი, კრიშტიანო რონალდოს მეტი ტიტული აქვს მოგებული, ვიდრე შენ. შთამბეჭდავია, არა?

ახლა კი, ვირჯილ, ჯერ რამდენიმე ტიტული მაინც მოიგე, რაც ტიტულებში ჩაითვლება და ლაპარაკი მერე გავაგრძელოთ. როცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული მაინც გექნება მოგებული, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია, კრიშტიანოსთან ერთად მაგიდაზე დაჯდე.

ჩემთვის კრიშტიანო არის და რჩება მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად.”

View this post on Instagram

Acho que há pessoas a viver completamente frustradas!!! E fora da realidade... A tal humildade! Repórter: "Cristiano Ronaldo não estará cá esta noite. É menos um rival a ter em conta." Van Dijk: " É Cristiano Ronaldo realmente um rival?" Foi esta a resposta do central holandês do Liverpool, quando confrontado sobre a ausência do astro português da gala desta noite. É certo e sabido que Ronaldo não ganhará o prémio desta noite. Apesar de ter vencido importantes títulos colectivos...mas isso é outra conversa e que lá na frente iremos ver onde vai chegar a verdade sobre o futebol !!! Agora, caro Virgil, para onde tu vais, Cristiano Ronaldo já foi e já veio mil vezes . Vê lá bem, meu caro Virgil, que o Cristiano Ronaldo foi tri-campeão no país onde tu já jogas há anos e ainda não conseguiste meter a mão na "lata". O Cristiano Ronaldo até foi o melhor jogador e melhor marcador no país onde jogas Virgil. Por sinal, era até bem mais jovem que tu. Depois, caro Virgil, o Cristiano Ronaldo foi para outras paragens e tornou-se no maior jogador da história de um clubezito. Real Madrid, diz-te algo Virgil? É possível que sim, porque esse clube, com esse tal Cristiano até te derrotaram na final de uma tal de Champions League. Dessas, já o Ronaldo tem 5, Virgil. E esse tal Ronaldo e companheiros, com as quinas ao peito, esmagaram a tua "laranja" numa final. Foi duro, Virgil? Temos pena. E, caro Virgil, numa das épocas menos conseguidas da sua carreira, o Cristiano Ronaldo ainda venceu mais títulos que tu. Impressionante, não é? Agora, Virgil, vai vencer títulos daqueles que realmente contam e depois falamos. Quando tiveres uma mão cheia deles, dos realmente importantes, talvez te possas sentar à mesa com o Cristiano. Ou como se diz na nossa terra, cresce e aparece! E para mim @cristiano és e serás para sempre o melhor jogador do mundo!!! E quem não gosta que ponha na roda do prato !!!😂❤️❤️❤️( como se diz na nossa terra ,pequenina para muitos ) mas de onde saiu o melhor de todos os tempos...#assinoembaixoluisfaria #cr7n1 #Eotrabalhocontinua #respostastánahistoriaenomuseu #orgulhodomeurei #Deusnocomando

A post shared by Katia Aveiro (@katiaaveirooficial) on

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები