Thumbnail
  • გუშინ ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა
  • დიდიე დროგბამ 10 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა

2009 წელს, 10 წლის კილიან მბაპე “სტემფორდ ბრიჯზე” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას დაესწრო, სადაც ერთმანეთს ჩელსი და ბარსელონა ეთამაშებოდნენ.

დიდიე დროგბა მსაჯის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააბრაზა

ახალგაზრდა ფრანგი ბედნიერი იყო, რადგან დიდიე დროგბა შეხვედრის შემდეგ ფოტოს გადაღებას დაპირდა, თუმცა ინგლისურმა კლუბმა ის შეხვედრა დათმო, ფინალში კატალონიური გრანდი გავიდა, კილიანი კი ფოტოს გარეშე დარჩა.

გუშინ, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე, 41 წლის დროგბამ ეს შემთხვევა გაიხსენა და 10 წლის წინანდელი პირობის შესრულება გადაწყვიტა. მან მობილური ტელეფონი ამოიღო და 20 წლის მბაპესთან ერთად სელფი გადაიღო.

“ათი წლის წინ, ჩელსისა და ბარსელონას დაპირისპირების შემდეგ, ჩემთან ბავშვი მოვიდა და ფოტოს გადაღემა მთხოვა, თუმცა მე უარი ვუთხარი, რადგან მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო უკმაყოფილო ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი კილიან მბაპე იყო. ახლა მსურს ჩემი პირობა შევასრულო” - განაცხადა დროგბამ.

შეგახსნებთ, რომ აღნიშნული მატჩი ჩელსისა და ბარსელონას შორის სკანდალური გამოდგა. მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე დღესაც ბევრს კამათობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები