Thumbnail

ხელბურთი | ბარსელონამ პსჟ-ს მოუგო და ჯგუფს ლიდერობს

  • ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის მთავარი მატჩი გაიმართა
  • ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები 2020 წელს შედგება

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ზამთრის პაუზის წინ ჯგუფური ეტაპის მთავარი მატჩი გაიმართა: ბარსელონამ მეორედ, ამჯერად პარიზშიც დაამარცხა სენ ჟერმენი, 35-32. 2014 წლის შემდეგ, ეს იყო პარიზელთა პირველი საშინაო მარცხი ლიგაში. სენ ჟერმენის სამმა ვარკვლავმა: ჰანსენმა, საგოსენმა და ნიკოლა კარაბატიჩმა ჯამში 21 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მატჩის დაბოლოება ბარსამ უკეთ ჩაატარა.

ბარსამ პირველ ტურში, სეგედთან მარცხის შემდეგ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და 18 ქულით ლიდერობს A ჯგუფს, პარი სენ ჟერმენს 16 ქულა დარჩა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მეორე კი უნგრეთის სეგედს დაუთმო. ჯგუფური ეტაპის ბოლო 4 ტური 2020 წელს გაიმართება.

A და B ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მეოთხედფინალში გადიან, ხოლო მე-2-6 ადგილზე გასული გუნდები პლეიოფს მერვედფინალიდან დაიწყებენ. მეორე ჯგუფს 16 ქულით ლიდერობს კილი. საფრანგეთის მონპელიე თითქმის მთელი თამაში წინ იყო გერმანულ გრანდთან, ცაციების ოთხეულმა (პორტი, რიშარსონი, ბოსი, ლენი) 21 გოლი გაიტანა, მაგრამ მასპინძლებმა ბოლოში გარდატეხეს თამაში, 33-32.

C და D ჯგუფებში კი შეჯიბრება დასრულდა. ბოლო ტურის გადამწყვეტ მატჩში პორტუგალიის სპორტინგმა შინ 27-20 დაამარცხა კონკურენტი, შვედეთის სევეჰოფი და ბუქარესტის დინამოსთან, პოლონეთის ვისლასა ესპანეთის ბიდასოა ირუნთან ერთად ბრძოლას აგრძელებს. თებერვლის ბოლოს ორი წყვილი,  ბიდასოა ირუნი - ვისლა და დინამო - სპორტინგი შინ და სტუმრად ეთამაშება ერთმანეთს მერვედფინალის 2 ადგილისთვის.

ჩემპიონთა ლიგა 

სეგედი (უნგ) 33-23 ზაგრები (ხორ) 

პარი სენ ჟერმენი (საფ) 32-35 ბარსელონა (ესპ) 

ფლენზბურგი (გერ) 29-32 ოლბორგი (დან) 

ელვერუმი (ნორ) 37-26 ცელიე (სლნ) 

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33-29 პორტუ (პორ) 

კელცე (პოლ) 30-24 მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 

კილი (გერ) 33-32 მონპელიე (საფ) 

ვარდარი (მკდ) 29-38 ვესპრემი (უნგ) 

სპორტინგი (პორ) 27-20 სევეჰოფი (შვდ) 

ეუროფარმ რაბოტნიკი (მკდ) 25-23 ბიდასოა ირუნი (ესპ) 

ტატრან პრეშოვი (სლკ) 30-19 რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) 

კრისტიანსტადი (შვდ) 24-20 ვისლა პლოცკი (პოლ) 

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 29-27 შაფჰაუზენი (შვც) 

GOG (დან) 31-32 დინამო ბუკურეშტი (რუმ)

კომენტარები

ბოლო ამბები