Thumbnail

'ამ გუნდში ბედნიერი ვარ' - ბრენდან როჯერსმა არსენალში გადასვლა გამორიცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'აქ ბედნიერი ვარ' - ამბობს ლესტერის მწვრთნელი
  • როჯერსის გუნდი 32 ქულით პრემიერლიგაში მეორე ადგილს იკავებს

ბრენდან როჯერსმა არსენალში გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამორიცხულია. "ლესტერში ბედნიერი ვარ..." - ამბობდა როჯერსი პრესკონფერენციაზე.

"გასაგებად ვამბობ და სანამ არსენალში ვინმე არ დაინიშნება მანამდე იმედია აღარ მკითხავთ, ყველაფერი მარტივადაა - ამ გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ და წასვლას არ ვაპირებ."

"ჩემი არჩევანი 9 თვის წინ გავაკეთე და გადავწყვიტე, რომ ამ გუნდს დავხმარებოდი. დავხმარებოდი იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ვფიქრობ, რომ უდიდესი პოტენციალი აქვთ."

"შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ რახან შარშან სელტიკი შუა სეზონში მივატოვე, ახლა არსენალშიც წავალ, მაგრამ ეს ასე არ არის - ლესტერთან კონტრაქტი 2022 წლამდე მაკავშირებს და აქ ვრჩები.

კომენტარები

ბოლო ამბები