Thumbnail
  • ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მესის შვილებმა იჩხუბეს
  • ტიაგო და მატეო ლეოს ცოლმა დაამშვიდა
ლიონელ მესი და მისი ოჯახი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე

პარიზში, ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე სახალისო ამბავი მოხდა: როდესაც ლიონელ მესი გამარჯვებულად გამოაცხადეს და არგენტინელი ფეხბურთელი სცენაზე ავიდა, კამერებმა დააფიქსირეს, რომ ამ მომენტში მისი შვილები, 7 წლის ტიაგო და 4 წლის მატეო ერთმანეთში ჩხუბობდნენ.

შესაძლოა, ეს ძმებს შორის ზედმეტად ემოციური ზეიმიც კი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ტიაგომ მატეოს რაღაც ატკინა - ეს უკანასკნელი ყვიროდა და ხელი ყურზე მიიდო.

ბავშვები მესის მეუღლემ, ანტონელამ დაამშვიდა. მათი დაპირისპირების მიზეზი ოფიციალურად, რა თქმა უნდა, უცნობია.

შესაძლოა, მატეომ თავისი უფროსი ძმა იმის გამო გააბრაზა, რომ ოქროს ბურთი ლეომ მოიგო და არა კრიშტიანო რონალდომ. ცნობილია, რომ ტიაგო რონალდოს ფანია, რაც მესის არაერთხელ დაუდასტურებია.

რაც უნდა იყოს: მესიმ ოქროს ბურთი კარიერაში მეექვსედ მოიგო, რონალდოს კი ეს ჯილდო 5-ჯერ აქვს მოგებული.

ფაქტია, რომ 4 წლის მატეო მამის გამარჯვებით ძალიან ბედნიერი იყო

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები