Thumbnail

5 წლით ციხეში - საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გაასამართლეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პეტერ ზაიზენბახერი არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლდა
  • ვენის სასამართლომ ყოფილ ძიუდოისტს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა
  • ავსტრიელი 2010-12 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს წვრთნიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, წარსულში არასრულწლოვან გოგონებთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის გაამასართლეს და მას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

ვენის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, 59 წლის ზაიზენბახერს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

ძიუდოში 1984 და 1988 წლების ოლიმპიურ ჩემპიონს ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალი 2016 წლის ბოლოს წაუყენეს. საქმე 1990-იანი წლების ბოლო და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება. 

ამის შემდეგ პეტერ ზაიზენბახერი მართლმსაჯულებას წლების განმავლობაში, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ემალებოდა, საბოლოოდ კი ძებნილის კიევში დაკავება და მისი ავსტრიაში ექსტრადირება, 2019 წლის სექტემბერში განხორციელდა.

ვენის სასამართლომ პეტერი დამნაშავედ ბრალდების ყველა პუნქტში ცნო

პეტერ ზაიზენბახერი პირველი ძიუდოისტია ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა. ავსტრიელი 2010-2012 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა და გუნდი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც გაიყვანა, სადაც ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები