Thumbnail
  • ტურინში მიიჩნევენ, რომ 2019 წლის ოქროს ბურთს კრიშტიანო იმსახურებდა
  • იუვენტუსის სპორტული დირექტორისთვის ხმის მიცემის შედეგები საეჭვოა 

ტურინის იუვენტუსში "ოქროს ბურთის" დაჯილდოების თემა უყურადღებოდ არ დატოვეს. წელს France Football-ის გამოკითხულებმა, "ბებერი ქალბატონის" მთავარ ვარსკვლავზე, კრიშტიანო რონალდოზე წინ ლიონელ მესი დააყენეს, რომელმაც წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიპოვა და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი (5 ოქროს ბურთი) უკან ჩამოიტოვა. 

"ოქროს ბურთი 2019"-ის გამოკითხვის შედეგებზე კომენტარი იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმაც გააჯეთა, რომელმაც ყურადღება სწორედ რონალდოზე გაამახვილა:

ფაბიო პარატიჩი რონალდოსათან, დიბალასა და მანჯუკიჩთან ერთად

"კრიშტიანო რონალდოსთ რთული პერიოდი არ აქვს. მიგვაჩნდა, რომ ის იმსახურებდა "ოქროს ბურთს" და ამას ყოველთვის აღვნიშნავდით კიდეც, ხმის მიცემის შედეგები კი ყოველთვის აჩენს ეჭვს. 

რონალდომ მუხლის პრობლემის გამო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, მაგრამ მაინც მადლობელი ვართ იმისთვისაც, რომ არაოპტიმალურ კონდიციებში ამდენს ახერხებს".

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი 2 დეკემბერს, პარიზში გაიმართა. 34 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა. მესის გარდა, მასზე მაღლა ლივერპულის მცველი ვირჯილ ვან დაიკი დააყენეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

კრიშტიანო რონალდოს ჯილდოები იტალიაში გადასცეს

კრიშტიანო რონალდო პარიზში, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე არ გამოჩენილა. 34 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი მილანში, იტალიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების, მწვრთნელების, მსაჯებისა და მენეჯერების დაჯილდოების ცერემონიალს, Gran Galà del Calcio-ს დაესწრო. კრიშტიანომ იტალიაში სერიას A-ს საუკეთესო თავდამსხმელისა და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოები მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები