Thumbnail
  • მემფისი 104:117 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძე მხოლოდ 3 წუთი ათამაშეს
  • ქართველი ცენტრის +/- კოეფიციენტი -15 იყო

გოგა ბითაძის ინდიანამ NBA-ში მე-13 თამაში მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, მაგრამ 20 წლის ქართველ ცენტრს პეისერსის ამ გამარჯვებაში წვლილი ფაქტობრივად არ შეუტანია. მემფისთან, სტუმრად 117:104 მოგებულ შეხვედრაში ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ბითაძე მხოლოდ 3 წუთი ათამაშა. გოგამ ამ დროში ვერაფერი მოასწრო და სეზონში პირველად მოხდა ისე, რომ ქულების, მოხსნების, პასებისა და ზოგადად ყველა პოზიტიურ გრაფაში ნულები ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ ბითაძის სათამაშო დრო ბოლო მატჩებში ძალიან შემცირდა, მემფისთან პარკეტზე გატარებული 2 წუთი და 55 წამი კი ყველაზე ცოტაა ამ სეზონის მატჩებში. გოგამ ქულების ჩაგდება ვერც წინა ორ შეხვედრაში მოახერხა [ატლანტასთან - 4 წუთი; ფილადელფიასთან - 5 წუთი), მაგრამ იმ მატჩებში ქართველმა ცენტრმა 2-2 მოხსნა მაინც გააკეთა და თითო ტყორცნაც ჰქონდა. მემფისთან თამაშში კი სროლის მცდელობაც არ ჰქონია, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ 3 წუთი ძალიან ცოტა დროა. გოგას სტატისტიკას 2 ფოლი და 1 დაკარგვა მიემატა. შესაბამისად, მისი +/- კოეფიციენტი ამ შეხვედრაში -15 გამოვიდა.

ინდიანას ერთდროულად შვიდმა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის დაგროვება. სასტარტო ხუთეულიდან ეს ყველამ გააკეთა და ასევე ძმებმა, ჯასტინ და აარონ ჰოლიდეიებმა. ყველაზე მეტი ქულა მალკოლმ ბროგდონის ანგარიშზეა (19).

მემფისს ინდიანასთან მატჩში რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი აკლდა - მათ შორის Rookie მორანტი, ცენტრი იონას ვალანჩუნასი, კაილ ანდერსონი და ბრენდონ კლარკი. შესაბამისად, მთელი დატვირთვა ჯარენ ჯეკსონზე წავიდა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო.

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი მომდევნო მატჩს 5 დეკემბერს, სტუმრად, ოკლაჰომასთან გამართავს.

📺 ვიდეო: მემფისი 104:117 ინდიანა (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგტებს?

  • ტორონტო
  • მაიამი

კომენტარები

ბოლო ამბები