Thumbnail

ლიონელ მესი: ჩემი ფეხბურთიდან წასვლის მომენტი ახლოვდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მორიგი ტრიუმფის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პარიზში გამართულ ცერემონიალზე ლეოს “ოქროს ბურთი” მეექვსედ გადასცეს, რისი წყალობითაც იგი ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

“მახსოვს ჩემთვის პირველ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე პარიზში 22 წლის ასაკში სამ ძმასთან ერთად ჩამოვედი. დიდ ემოციებში ვიყავი, ისევე, როგორც ახლა, 10 წლის შემდეგ, როდესაც ჩემს ცხოვრებაში უკვე ამდენი რამ მოხდა. ახლა, აქ მეუღლესთან, სამ ვაჟთან, ძმასთან და მის შვილთან ერთად ვიმყოფები.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ვცდილობდი, მუდმივად გავზრდილიყავი, სრულყოფილებას მივახლოვებოდი და ამავდროულად, ფეხბურთით დავმტკბარიყავი.

მადლობა ღმერთს, წლიდან წლამდე ამის საშუალება მქონდა და იმედია, გარკვეული დრო კიდევ მოვახერხებ.

ვიცი, რომ უკვე ასაკში ვარ და დღევანდელის მსგავსი მომენტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც ფეხბურთიდან წასვლის მომენტი ახლოვდება. ეს ძალიან მძიმეა.

ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი კიდევ დამრჩა, ვგრძნობ, რომ დრო უკვე ძალიან სწრაფად გადის. ვიმედოვნებ, არსებული ვითარებით ტკბობას კიდევ შევძლებ”.

კომენტარები

ბოლო ამბები