Thumbnail
  • ბელგია 1:4 საქართველო
  • არჩილ სებისკვერაძემ ბელგიელთა კარში 3 გოლი გაიტანა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი ნაკრები ბელგიას ესტუმრა და ამხანაგური მატჩი გამართა. 

თამაში ქართველი სპორტსმენების უპირატესობით წარიმართა, მატჩის მიწურულს მეკარე ზვიად კუპატაძემ ბელგიელებს ცარიელ კარში გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1. 

წინა სამი გოლი კი არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზეა, მან ჰეთ თრიკი შეასრულა. 3 დეკემბერს გუნდები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები F ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრები 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი).

მცველები: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), მიხეილ თევზაძე (თელასი, თბილისი), ბექა ბექაური (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი).

თავდამსხმელები: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), გიორგი სილაგავა (რედ დრაგონსი, პოლონეთი), არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი).

კომენტარები

ბოლო ამბები