Thumbnail
  • Ballon d'Or 2019 გალა-დაჯილდოება იწყება
  • ნომინანტთა TOP 10 ცნობილია

პარიზში France Football-ის ეგიდით "ოქროს ბურთი 2019-ის" ოფიციალური გალა-დაჯილდოება იწყება. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა სულ მალე გახდება ცნობილი.

ამასობაში  France Football-მა ტვიტერზე გამოაქვეყნა ნომინანტთა რეიტინგ-ლისტი მე-11 ადგილიდან 30-ემდე. ასე გაირკვა ათეულის ვინაობა: ლიონელ მესი, ვირჯილ ვან დაიკი, სადიო მანე, ალისონ ბეკერი, მოჰამედ სალაჰი, რობერტ ლევანდოვსკი, რიად მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, კილიან მბაპე და კრიშტიანო რონალდო. მოგვიანებით ცნობილი გახდება, რომელი მათგანი გაიმარჯვებს.

ვირჯილ ვან დაიკი 

მედიას თუ დავუჯერებთ ლიონელ მესი აშკარა ფავორიტია, რომ მან კარიერაში მეექვსედ მოიგოს პრესტიჟული პრიზი. მისი მთავარი კონკურენტი ლივერპულის მცველი ვირჯილ ვან დაიკია. რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, ის პარიზში საერთოდ არ იმყოფება. ზოგიერთი მედია საშუალება კი ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი სამეულშიც კი ვერ მოხვდა. 

ასე გამოიყურება 'ოქროს ბურთის' წითელი ხალიჩა

ამასობაში, "ოქროს ბურთის" ნომინანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს. 

დელეგაცია ბარსელონადან

კომენტარები

ბოლო ამბები