Thumbnail
  • კასანო ადასტურებს, რომ სარისა და რონალდოს შორის კონფლიქტი გრძელდება
  • იუვენტუსი ახერხებს, რომ კონფლიქტი პრესაში არ გამოვიდეს
  • მისი აზრით, ბუფონი ძირითადი მეკარე უნდა იყოს

ანტონიო კასანო პოპულარული იტალიური შოუს 'ტიკი-ტაკას' ექსპერტია - ყოველ კვირა საღამოს იგი სერია A-ს განვლილ ტურს აჯამებს. ამ ტურში მთავარი თემა იუვენტუსის სასუოლოსთან ვერმოგება იყო. კასანომ ყურადღება რონალდოს სათამაშო ფორმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კრიშტიანო სასურველი ფორმისგან შორს არის, არცთუ ისე ბედნიერად გამოიყურება და მისი კონფლიქტი მაურიციო სარისთან გრძელდება, თუმცა იუვე ახერხებს, რომ ეს კონფლიქტი კლუბის გარეთ ნაკლებად გამოვიდეს.

კასანო ერთადერთი არ ყოფილა, ვინც რონალდო გააკრიტიკა. კრიშტიანოს თამაშიდან გოლი თვეზე მეტია არ გაუტანია. გუშინ, როდესაც სარის შეცვლის გაკეთება სურდა და კრიშტიანოსა და კარგად მოთამაშე იგუაინს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა, სარიმ იგუაინი გაიყვანა და შედეგად არგენტინელის გასვლის შემდეგ იუვე უფრო ცუდად გამოიყურებოდა. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ სარის რონალდო უნდა გაეყვანა.

კასანამომ იუვეს კარში გაშვებული მეორე გოლიც განიხილა და აღნიშნა, რომ ამ გოლში ბუფონზე მეტად დე ლიხტის მორიგი შეცდომა უნდა გამოიყოს. ბუფონი, მისი აზრით, შჩესნის ახლაც ჯობია და იუვეს ძირითადი მეკარე უნდა იყოს. როგორც ჩანს, კასანო შჩესნის დიდი თაყვანისმცემელი არ არის, რადგან, მისი თქმით, პოლონელს დიდ გუნდში დგომის გამოცდილება არცთუ ისე ბევრი აქვს და არსენალში საერთოდაც მანუელ ალმუნიას და ლუკაშ ფაბიანსკის შემცვლელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები