Thumbnail

ყაზაიშვილის სტატუს ქვო, კაშია გაიაფდა  - transfermarkt-ის ახალი ფასები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • transfermarkt MLS-ის გუნდების ფეხბურთელთა ფასები განაახლა
  • გურამ კაშია 150 ათასით გაიაფდა

ამერიკულ MLS-ში სეზონის დასრულების შემდეგ transfermarkt-მა ამ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელთა სავარაუდო საბაზრო ფასები განაახლა.

მოგეხსენებათ, MLS-ში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - სან ხოსეს ღირსებას გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი იცავენ. კალიფორნიულმა კლუბმა ბოლო ტურში დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი. 

ვაკო ყაზაიშვილმა ჩემპიონატში 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა, გურამ კაშიამ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

26 წლის ყაზაიშვილის ფასი ისევ 1.5 მილიონი ევრო დარჩა. ვაკოს მაქსიმუმი 3.5 მილიონი ევრო იყო (2016 წელს ვიტესში თამაშისას).

32 წლის კაშიას ფასი 850 ათასი ევროა მილიონის ნაცვლად. ქართველმა მცველი 150 ათასით გაიაფდა. კაშიას მაქსიმუმი 5 მილიონია, ვიტესში თამაშისას (2013 წელს). 

კომენტარები

ბოლო ამბები