Thumbnail

ოქროს და ვერცხლის როჯერი – ფედერერს მონეტაზე გამოსახავენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეგენდარული შვეიცარიელი ქვეყანამ სიცოცხლეშივე დააფასა
  • როჯერ ფედერერს დიდი სლემის ტურნირები 20-ჯერ აქვს მოგებული

დიდი სლემების ტურნირების 20-გზის გამარჯვებულის როჯერ ფედერერის გამოსახულება შვეიცარიულ ფრანკზე გამოჩნდება. შედეგად, ის პირველი შვეიცარიელი გახდება, რომელსაც ამგვარი პატივი სიცოცხლის განმავლობაში ერგება.

როგორც ირკვევა, ვერცხლის 20-ფრანკიანი მონეტა ფედერერის გამოსახულებით მიმოქცევაში უკვე 2020 წლის 23 იანვარს გამოვა, მაისში კი, დღის სინათლეს უკვე 50-ფრანკიანი ოქროს მონეტა იხილავს, რომელზეც ასევე როჯერი იქნება დატანილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ფედერერი ყველაზე ცნობილ შვეიცარიელად და ქვეყნის იდეალურ წარმომადგენლად მოიხსენია.

“დიდი მადლობა სრულიად შვეიცარიას ამ წარმოუდგენელი დაფასების და პრივილეგიისთვის”, - დაწერა სოციალურ ქსელში როჯერმა, რომელმაც წლეულს დუბაის, მაიამის, ჰალესა და ბაზელის ტურნირები მოიგო და სეზონს მსოფლიოს მე-3 ჩოგნის რანგში ასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები