Thumbnail
  • დიარიო AS დინამო თბილისის ჩემპიონობაზე
  • ესპანური მედია ეროვნული ლიგის დასრულებას გამოეხმაურა

2019 წლის ეროვნული ლიგა დინამო თბილისმა ისტორიაში მე-17-ედ მოიგო, ჩემპიონობის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა, როცა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ვიტ ჯორჯია დაამარცხა და დინამო ბათუმისთვის მიუღწეველი გახდა.

დინამოს ჩემპიონობას ესპანური მედიაც გამოეხმაურა დიარიო AS ჩისკო მუნიოსის დამსახურებას აღნიშნავს. მოგეხსენებათ, დინამო თბილისის თავკაცი ოფიციალურად ფელის ვისენტეა, თუმცა ფაქტობრივად გუნდს ექსვალენსიელი ჩისკო მუნიოსი ხელმძღვანელობს. AS თავის სტატიაში სწორედ ჩისკოს დამსახურებაზე წერს.

AS დინამოს ჩემპიონობაზე

"სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ყველაზე წარმატებულმა გუნდმა ტიტული დაიბრუნა. გუნდს წარმატება კი ესპანელებმა მოუტანეს - მწვრთნელთა დუეტმა, გუნდის ლეგენდა ჩისკო მუნიოსმა და ფელიქს ვისენტემ, რომელიც ასისტენტი და ფიზიკური მზადების მწვრთნელია. ჩისკოს სამწვრთნელო დებიუტი შედგა.

ჩისკო მუნიოსი 3.5 სეზონის განმავლობაში დინამოში თამაშობდა, რომლის მაისურითაც 77 გოლი გაიტანა და 33 საგოლე პასი გააკეთა. ფეხბურთელობისას მან გუნდთან ერთად ორი ტიტული მოიგო. ჩისკო საქართველოში იანვარში დაბრუნდა და 11 თვის შემდეგ გუნდთან ერთად ეროვნული ლიგა მოიგო. ეს მისი მესამე ტიტულია და პირველი მას მერე, რაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

ვალენსიელი ვისეტენ დინამომდე ლევანტესა და ალმერიაში მუშაობდა. სეზონის განმავლობაში დინამოში 4-მა ესპანელმა ფეხბურთელმა ითამაშა, თუმცა მხოლოდ ორმა იზეიმა ტიტული. ფრან კარბიამ და სერხიო ნოჩემ გუნდი მაისში დატოვეს. ხოლო მეკარე ხოსე პერალესი და ვიქტორ მონხილი დარჩნენ და ორივე ვიტ ჯორჯიასთან საჩემპიონო მატჩში სასტარტოში იყო".

კომენტარები

ბოლო ამბები