Thumbnail

ჩინეთის ჩემპიონი - ფაბიო კანავარომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კანავარომ გუანჟოუს ტიტული მოაპოვებინა
  • იტალიელი რამდენიმე კვირის წინ ლამის გუნდიდან გაუშვეს...

ფაბიო კანავარომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო - იუვენტუსის, მადრიდის რეალის და იტალიის ნაკრების  ლეგენდარულმა მცველმა გუანჟოუ ევერგრანდი ჩინეთის სუპერ ლიგის ჩემპიონი გახადა!

თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ კანავარო ლამის პოსტიდან დაითხოვეს - საქმიანობასაც ჩამოაშორეს, თუმცა მალევე ძველ პოსტზე დააბრუნეს. კვირას გუანჟოუმ ქვედა ათეულის შენჰუა 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა გაიფორმა.

2006 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს საქმისადმი არასწორად მიდგომაში ადანაშაულებდნენ, თუმცა კანავარომ შეძლო სამწვრთნელო სტანდარტების გაუმჯობესება და ფეხბურთელების მოტივირება, რაც საბოლოოდ ჩემპიონობით დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები