Thumbnail

U19 | დასანანი მარცხი სამხრეთ აფრიკასთან - ბორჯღალოსნების 2 ულამაზესი ლელო

  • U19. საქართველო 21:28 სამხრეთ აფრიკა
  • ბოკეს უმცროს ბორჯღალოსნებთან სამი მოთამაშე გაუსინბინეს
  • შევარდენის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა 6 ლელო იხილა

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან პირველი ტესტ-მატჩი შევარდენის სტადიონზე გამართა, მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 7 ქულის სხვაობით დამარცხდა - 21:28.

საქართველო (U19) 21:28 სამხრეთ აფრიკა (U19)

საქართველო (U19) 21:28 სამხრეთ აფრიკა (U19) | უმცროსი ბორჯღალოსნების დასანანი მარცხი ჯუნიორ ბოკესთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2019

ილია მაისურაძის გუნდი 33-ე წუთისთვის 6:14-ს აგებდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ორი ლელო დადო: თავი საბა კურატაშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ გამოიჩინეს. ორივე შემთხვევაში შეტევა ძალიან დინამიური გამოდგა და შედეგად, უმცროსი ბორჯღალოსნები შესვენებაზე ლდიერის რანგში გავიდნენ - 18:14.

ლაშა ლომიძემ მეორე ტაიმის სტარტზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ქართველები ერთი ლელოს უპირატესობით დაწინაურდნენ, თუმცა, სამხრეთაფრიკელებმა დარჩენილ დროში ორი გარდასახული ლელო მიითვალეს და გამარჯვებაც მათ დარჩა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სახელოვან მეტოქეს არაფერი დაუთმეს
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

გუნდებს შორის მეორე მატჩი, ისევ შევარდენის სტადიონზე, 5 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება.

U19. საქართველო 21:28 სამხრეთ აფრიკა

საქართველოს ლელოები: კურატაშვილი, მარგალიტაძე. ლომიძემ 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა.

ძირითადი შემადგენლობა: 1. მამუკა მსტოიანი 2. საბა კურატაშვილი 3. ირაკლი მჭედლიძე 4. ლუკა მაჭარაშვილი 5. ლუკა ივანიშვილი 6. საბა კურტანიძე 7. ბექა ყორიაული 8. იოანე იაშაღაშვილი 9. გიორგი მარგალიტაძე 10. ლუკა მატკავა 11. ზურაბ ქავთარაძე 12. ლაშა ლომიძე 13. დემე თაფლაძე ©  14. თემურ კოხოძე 15 გიორგი მიქანაძე.

სათადარიგოები: 16. საბა ხონელიძე 17. ირაკლი პურიჭამიაშვილი 18. ნუგზარ სომხიშვილი 19. ვაჟა მაისურაძე 20. თორნიკე ზაქარიაძე 21. გუგა მარგველაშვილი 22. სერგი ჩხაიძე 23. ირაკლი სიმსივე 24. გიორგი სინაურიძე 25. დავით ლომიძე 11. თემო ჭიჭინაძე 27. ლუკა ხეხელაშვილი 28. გივი ცინცაძე 29. ლევან ბრაგვაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები