Thumbnail

'საქართველოსთან სხვა გუნდი ითამაშებს' - ტესტი მსოფლიოს ჩემპიონთან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 14 ივლისი: სამხრეთ აფრიკა V საქართველო
  • სამხრეთ აფრიკისთვის ეს ჩემპიონშიპის გენერალური რეპეტიციაა

2020 წლის 18 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან საგარეო ტესტ-მატჩს გამართავს. "ბოკესთვის" ეს შეხვედრა რაგბი ჩემპიონშიპისთვის მზადების უკანასკნელი რეპეტიციაა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები 4 და 11 ივლისს შოტლანდიას მასპინძლობს, ხოლო 18 ივლისს - საქართველოს. 

სამხრეთ აფრიკამ შარშან სამხრეთის 4 ერი ანუ რაგბი ჩემპიონშიპი მოიგო. მაშინ "ბოკეს" ორგუნდიანი ტაქტიკა ჰქონდა - ტურნირზე ის ფაქტობრივად ორი, A & B გუნდებით გამოვიდა. სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა მეტ პრაუდფუტმა განაცხადა, რომ ეს ტაქტიკა 2020 წელსაც გაგრძელდება.

მეტ პრაუდფუტი

"რაგბი ჩემპიონშიპი კარაქი და პურივითაა - პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვიწყებთ არგენტინით შინ და გარეთ, შემდეგ მივდივართ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. იმ დროისთვის კი შეიძლება, ტურნირის ბედი იყოს გადაწყვეტილი. სანამ ორ მთავარ კონკურენტს შინ ვეთამაშებით, შესაძლოა, ტიტული დაკარგულიც იყოს. 

ამიტომ, ჩვენ ორ ჯგუფად მოვემზადებით ტურნირისთვის. არგენტინასთან სტუმრად თამაში ავსტრალიასთან სტუმრად თამაშის მსგავსი იქნება. იქ ერთი ჯგუფი ითამაშებს. ვინც შინ არგენტინასთან თამაშით გახსნის ტურნირს კი ახალ ზელანდიაში წავა". 

2019 წლის შემცირებული ფორმატის ჩემპიონშიპი სამხრეთ აფრიკამ მოიგო. ეგრეთ წოდებულმა B გუნდმა "ელის პარკზე" ავსტრალიას 35:17 მოუგო. მანამდე A გუნდი ველინგტონში ჩაფრინდა და ახალ ზელანდიასთან 16:16 ითამაშა. 

პრაუდფუტმა განაცხადა, რომ სწორედ ამის გამო საშინაო ტესტებსაც სამხრეთ აფრიკის ნაკრები ორი გუნდით გამართავს. "შოტლანდიასთან (4 და 11 ივლისი) ერთი გუნდი ითამაშებს, ხოლო საქართველოსთან - მეორე. სწორედ ეს იქნება ჩემპიონშიპისთვის მზადების ადეკვატური გზა". 

კომენტარები

ბოლო ამბები