Thumbnail

'ჩვენ შეგვიძლია შენი განკურნება' - ლევანდოვსკის ბაიერის ტვიტერმა დასცინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლევა ლევერკუზენის ტვიტერმა 'დატროლა'
  • "უნდა ვაღიარო... გოლების გატანაზე ვარ დამოკიდებული, მიდრეკილება მაქვს..."

შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ცრვენა ზვეზდასთან, გასვლაზე 6:0 გამარჯვების შემდეგ, სადაც რობერტ ლევანდოვსკისმ პოკერი გაიტანა, პოლონელი წერდა "უნდა ვაღიარო... გოლების გატანაზე ვარ დამოკიდებული, მიდრეკილება მაქვს..."

შემდეგ კი 30 ნოემბერს ბუნდესლიგის მატჩში მიუნხენის ბაიერნი  ალიანც არენაზე ბაიერ ლევერკუზენთან 2:1 დამარცხდა, სადაც ლევანდოვსკიმ გოლის გატანა ვერ შეძლო, თუმცა 'გოლის გატანა' შეძლო ლევერკუზენის ტვიტერის გვერდმა, რომელმაც ლევანდოვსკი 'დატროლა'.

ლევერკუზენის ტვიტერმა პოლონელის პოსტი გადატვიტა წარწერით 'ჩვენ შეგვიძლია შენი განკურნება'. რობერტ ლევანდოვსკის წელს ყველა ტურნირში ერთად 21 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი, რაც ნამდვილად მიდრეკილებაზე მიგვანიშნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები