Thumbnail

მილანი 120 წლისაა - საიუბილეო ფორმა სუსომ წარმოადგინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანმა კლუბის 120 წლის იუბილეს ახალი ფორმა მიუძღვნა
  • შავ-წითელი ფორმით გუნდის ნახევარმცველი სუსო წარსდგა
  • პიოლის გუნდი საიუბილეო ფორმით სასუოლოსთან ითამაშებს

მილანმა ახალი, საიუბილეო ფორმა წარმოადგინა, რომელიც კლუბის 120 წლის იუბილეს მიეძღვნა. ახალი მაისურის ფოტო, რომელიც როსონერის ნახევარმცველ სუსოს აცვია, Puma-მ თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

საიუბილეო ფორმას შავ-წითელი ზოლები აქვს, მაისურაზე ლოგოტიპი, კლუბის ემბლემა და სპონსორის შესახებ წარწერა ოქროსფერშია გაკეთებული. კლუბის ემბლემის ქვეშ "120" იკითხება - "როსონერის" ასაკი.

მაისურაზე ასევე გაკეთებულია კლუბის ერთ-ერთი დამაარსებლის, ჰერბერტ კილპინის ციტატა: "ჩვენ ვიქნებით ეშმაკების გუნდი. ჩვენი ფერები იქნება: წითელი, როგორც ცეცხლი და შავი, როგორც შიში, რომელსაც ჩვენს მეტოქეებში დავთესავთ". 

მილანი ამ ფორმით სერია A-ს მე-16 ტურის შეხვედრაში წარსდგება, რომელშიც სტეფანო პიოლის გუნდი სასუოლოს უმასპინძლებს. მატჩი "სან სიროზე" 15 დეკემბერს გაიმართება.

მილანს ჩემპიონთა ლიგა/ევროპის ჩემპიონთა თასი ისტორიაში 7-ჯერ აქვს მოგებული

იტალიის ჩემპიონატში გასული 14 ტურის შემდეგ, მილანს 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები