Thumbnail
  • ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში 8 გოლი გაიტანა, ამერიკის თასზე - 3
  • მისმა სან ხოსემ MLS-ის პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ MLS-ში რეგულარული სეზონის ბოლო 6 მატჩი წააგო და პლეი ოფში ვერ გავიდა. კაშიამ რეგულარულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, ხოლო ვაკოს ანგარიშზე 32 მატჩი და 8 გატანილი გოლი იყო.

ყაზაიშვილმა 2019 წლის ამერიკულ სეზონში თავი 11-ჯერ გამოიჩინა. ვაკომ 8 გოლი MLS-ში გაიტანა, კიდევ 3 - ამერიკის თასზე. ყაზაიშვილი ამერიკაში სამი წელიწადია თამაშობს და MLS-ში უკვე 23 გოლი დაუგროვდა.

ვაკო ყაზაიშვილი სან ხოსეს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-6 ადგილზეა. იმ შემთხვევაში თუ ვაკო მომდევნო სეზონში 10 გოლს გაიტანს, ის მე-3 ადგილზე გადაინაცვლებს და ამერიკის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ლენოდონ დონოვანს გადაასწრებს.

MLS-ში სეზონი სიეტლის ტრიუმფით დასრულდა. მათ ფინალში ტორონტოს 3:1 მოუგეს და ამერიკის ჩემპიონები მეორედ გახდნენ. ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი 2020 წლის თებერვალში დაიწყება.

📺 ვაკო ყაზაიშვილის ყველა გოლი 2019 წლის სეზონში

კომენტარები

ბოლო ამბები