Thumbnail

ვესტ ჰემის 33 წლის დებიუტანტმა მეკარემ მანუელ პელეგრინის პოსტი შეუნარჩუნა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დევიდ მარტინმა ბავშვობის ოცნება აისრულა
  • ჩელსისთან მშრლად შენახული კარის შემდეგ ტრიბუნაზე მამამისისკენ გაიქცა

ვესტ ჰემმა შაბათს სტემფორდ ბრიჯზე 17 წლიანი პაუზის შემდეგ ჩელსი პირველად დაამარცხა - ბრიჯზე 'ჩაქუჩების' კარს 33 წლის დევიდ მარტინი იცავდა, რომელსაც კლუბში და ზოგადად პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა.

მარტინს გულშემატკივრები ლივერპულიდან იცნობენ, სადაც ინგლისელი წლები მესამე-მეორე მეკარის როლს ითავსებდა. დევიდ მარტინი ვესტ ჰემის ყოფილი კაპიტნის და ლეგენდის - ალვინ მარტინის (ვესტ ჰემი 1976-1996) შვილია.

ჩელსისთან მოგებული ურთულესი მატჩის შემდეგ, მარტინი ტრიბუნისკენ გაიქცა, სადაც მამამისი ელოდებოდა. საღამოს ალვინ მარტინმა ტვიტერის გვერდი აღადგინა და ფანებს მადლობა გადაუხადა "მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემ შვილს 90 წუთი გვერდში ედექით."

ბრიჯზე გამარჯვების შემდეგ კლუბში მთავარი მწვრთნელის - მანუელ პელეგრინის პოზიციები საგრძნობლად გაძლიერდა და მცირე ხნით მის გაშვებასთან დაკავშირებული საუბრები შეწყდა "დიდი დღეა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ გუნდის თამაშიც ნუ დაგვავიწყდება..." - ამბობდა მარტინი.

კომენტარები

ბოლო ამბები