Thumbnail

ურუშაძის ვერცხლი – ქართველი მოციგურავის წარმატება თურქეთში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალინა ურუშაძემ ბოსფორის თასზე მე-2 ადგილი დაიკავა
  • ქართველი გოგონა მოკლე პროგრამაში საუკეთესო იყო

15 წლის ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ წარმატებით იასპარეზა თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე.

ურუშაძემ ძალები “ბოსფორის თასის” სენიორების კატეგორიაში მოსინჯა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღნიშნულ შეჯიბრში 14 გოგონა ჩაება და მოკლე პროგრამის შემდეგ, ალინა 56.68 ქულით (30.93 ტექნიკური ელემენტებისთვის+26.75 პროგრამული კომპონენტებისთვის) საერთოდაც პირველ ადგილზე იყო.

დაჯილდოების ცერემონიალი

ქართველ მოციგურავეს 100.23 ქულა (47.11 ტექნიკური ელემენტებისთვის+54.12 პროგრამული კომპონენტებისთვის) ერგო თავისუფალ პროგრამაში, რაც მე-2 შედეგი იყო და ჯამური 156.91 ქულაც მე-2 მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ურუშაძე მხოლოდ ავსტრიელ ოლგა მიკუტინას ჩამორჩა, რომელმაც 166.56 ქულა მოაგროვა.

ბოსფორის თასზე კაცთა სენიორების კატეგორიაში ვიხილეთ 19 წლის ირაკლი მაისურაძე, რომელიც მოკლე პროგრამაში 68.78 ქულით მე-4 იყო, თავისუფალ პროგრამაში მე-6 პოზიცია (119.51) დაიკავა და ჯამურადაც მე-6 (188.29) გახლდათ. ჩემპიონი რუსი მარკ კონდრატიკი გახდა 213.47 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები