Thumbnail

'ემბიიდის დონის ცენტრებთან სათამაშოდ მზად არ არის' - რატომ თამაშობს ბითაძე ცოტას

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბოლო 4 თამაშში გოგა ბითაძემ მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო
  • Indianapolis Star გოგას უთამაშებლობის მიზეზზე

NBA-ს რეგულარულ სეზონში დამაიმედებელი სტარტის შემდეგ, ინდიანა პეისერსის ახალბედა გოგა ბითაძემ აშკარად მოუკლო. ბოლო თამაშებში მას ნაკლებად ენდობა პეისერსის თავკაცი ნეით მაკმილანი.

ბოლო 4 თამაშიდან 3-ში გოგა ბითაძემ მოედანზე 10 წუთზე ნაკლები დაჰყო, რაც სასტარტო ორი თამაშის შემდეგ არ მომხდარა საერთოდ. ატლანტასთან ქართველმა კალათბურთელმა სულაც პირადი ანტირეკორდი დაამყარა - მოედანზე მხოლოდ 4:13 წუთი იყო. 

მაკმილანი დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის დუეტზე აკეთებს აქცენტს, გოგას დრო მნიშვნელოვნად შეუმცირდა, ხოლო ტი ჯეი ლიფი სულაც როტაციიდან ამოვარდა. 

მეტი ამ თემაზე:

ბითაძემ ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო ჯამში (ბოლო ორში უქულოდ დარჩა), 9 მოხსნა გააკეთა და მხოლოდ 1 ბლოკ-შოტი. ის მიცემულ წუთებშიც ჩვეულებრივზე ნაკლებად აქტიურობს. 

ფილადელფიასთან მარცხს Indianapolis Star გამოეხმაურა, სტატიაში ძირითადად მაილს ტერნერია გაკრიტიკებული ძალიან ცუდი თამაშის გამო, თუმცა გოგაც ახსენეს: 

"რაც შეეხება ინდიანას ახალბედა გოგა ბითაძეს, მან სულ რაღაც 5 წუთი ითამაშა და მოედნიდან უქულოდ გავიდა. ის ჯერ არ არის მზად მნიშვნელოვან წუთებში ემბიიდის მსგავსი ცენტრების წინააღმდეგ ითამაშოს". 

ერთი პოზიტიური ფაქტიც - მიუხედავად იმისა, რომ ტერნერი ცუდად თამაშობს, გოგამაც მოუკლო - ინდიანას ცენტრების ეს დუეტი საშუალოდ ბლოკ-შოტების მიხედვით ასოციაციაში მესამე ადგილზეა - 4.1 დაფარება მატჩში. წინ მხოლოდ ლეიკერსის ენტონი დევისი/დუაიტ ჰოვარდი და ორლანდოს ჯონათან ისააკი/მოჰამედ ბამბა არიან. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ფილადელფია
  • იუტა ჯაზი

კომენტარები

ბოლო ამბები