Thumbnail
  • მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ოპონენტებიც აღიარებენ
  • ყველა წყარო თანხმდება, რომ ოქროს ბურთს არგენტინელი მეექვსედ მოიგებს

გასულ კვირაში ლეო მესიმ ზედიზედ ორი შედევრალური თამაში ჩაატარა - ჯერ დორტმუნდის ბორუსიას გაუსწორდა, კვირა საღამოს კი ატლეტიკოს პირადად მოუგო მატჩის ბოლოს გატანილი ძალიან მაგარი გოლით.

მეტი ამ თემაზე: ბარსამ მესის გოლით ატლეტიკო დაამარცხა და ლა ლიგას ისევ ლიდერობს!

ეს ატლეტიკოს კარში გატანილი მესის 31-ე გოლია. სევილიას შემდეგ, ესპანეთში მისი საყვარელი მეტოქეები სწორედ მადრიდელები არიან. ეს უცნაურიცაა - ბოლო წლებია, ატლეტიკოს დაცვა ევროპაში სტაბილურად ერთ-ერთი საუკეთესოა და მის კარში გოლის გატანა ძალიან რთულ ამოცანად მიიჩნევა.

მატჩის შემდეგ რეალის და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა იკერ კასილიასმა, რომელსაც ლეოს წინააღმდეგ არაერთი მატჩი უთამაშია, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. იკერის პათოსს სრულად იზიარებდნენ ატლეტიკოს მოთამაშეებიც. 

ტომას პარტეი: 'შეუძლებელია გუნდი, რომელსაც ჰყავს მესი, შეადარო სხვა გუნდს, რომელსაც მესი არ ჰყავს".

კოკე: "ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ, როდესაც მეტოქეს მესი ჰყავს, ვერაფერს იზამ".

დიეგო სიმეონე: "ბარსელონამ მოიგო იმიტომ, რომ მას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს".

ატლეტიკომ მართლაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვებასთან უფრო ახლოს იყო, თუმცა მესის ჯადოქრული გოლის წინააღმდეგ ვერაფერი შეძლო.

მეტი ამ თემაზე: 'ცხრილში ჩამორჩენა არ მანაღვლებს' - ატლეტიკო-ბარსელონას გამოხმაურება

"ოქროს ბურთის" დაჯილდოების წინ ეს კომენტარები კონტექსტს მოკლებული არ არის. თითქმის ყველა წყარო თანხმდება, რომ თავის, რიგით მეექვსე "ოქროს ბურთს". სწორედ არგენტინელი მოიგებს. წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილოდების ცერემონიალი 2 დეკემბერს, პარიზში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები