Thumbnail
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი ლიდერების გარეშე ითამაშებს
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ავთანდილ ასათიანის გუნდი წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები 2 და 3 დეკემბერს ბელგიის ქალაქ ჰერენტალსის სპორტის სასახლეში გაიმართება. ბელგია-საქართველოს ორივე მატჩი ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე გამართავს (გუნდში არცერთი ბრაზილიელი არაა).

მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა უახლოესი მატჩებისთვის 14 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი).

მცველები: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), მიხეილ თევზაძე (თელასი, თბილისი), ბექა ბექაური (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი).

თავდამსხმელები: ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი), გიორგი სილაგავა (რედ დრაგონსი, პოლონეთი), არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი).

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები F ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრები 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

📷 | gff.ge

კომენტარები

ბოლო ამბები