Thumbnail
  • არტურო ვიდალს ბარსელონადან წასვლა უნდა
  • ინტერი მისი შეძენის უპირველესი კანდიდატია
  • კონტე და მაროტა ჩილელით დაინტერესებას ღიად გამოთქვამენ

არტურო ვიდალს რომ ბარსელონადან წასვლა სურს, ახალი ამბავი არაა. ჩილელმა ამ სეზონში ძირითადში მხოლოდ სამი თამაში დაიწყო. თითქმის ყველა წყარო მას მილანის ინტერს უკავშირებს, რომლის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ვიდალის დიდი თაყვანისმცემელია. სწორედ კონტეს ხელში იქცა ვიდალი ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად.

ეს ამბავი კიდევ უფრო რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, კონტემ და ინტერის სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ვიდალი შეაქეს და ღიად გამოთქვეს მისი დამატების ინტერესი.

მაროტა: "ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელთანაც მე და კონტეს დიდი მეგობრობა გვაქვს. მისი შეძენით ბევრი კლუბია დაინტერესებული, თუმცა რამდენიმე პოზიტიური შეხვედრის შემდეგ, მისი დამატების იმედი ჩვენც გვაქვს".

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ამ დღეებში ვიდალის აგენტი ფერნანდო ფელიჩევიჩი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და შეეცდება, ჩილელი ინტერს ზამთარშივე შეუერთდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები