Thumbnail

ჯანომ თანაგუნდელთან მოედანზე იჩხუბა - სპარტაკში სასჯელზე ფიქრობენ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ზენიტი-სპარტაკის მატჩი (1:0) სკანდალური გამოვიდა
  • ერთ-ერთ ინციდენტში ჯანო ანანიძეც აღმოჩნდა ჩართული
  • ჯანოს თანაგუნდელ მელგარეხოსთან მოუვიდა კონფლიქტი
  • სპარტაკის მწვრთნელი ტედესკო მათ დასჯას არ გამორიცხავს

ზენიტი-სპარტაკის დაპირისპირება რუსულ ფეხბურთში ყველაზე ცხელი ამბავია, თუმცა გუშინდელმა მატჩმა ყველა ზღვარს გადააჭარბა. ზენიტმა თამაში ანგარიშით 1:0 მოიგო, თუმცა სპარტაკი არდანიშნულ პენალტს აპროტესტებდა. პენალტი მართლაც უნდა დანიშნულიყო.

ჯანო ანანიძემ ზენიტთან 73-ე წუთიდან ითამაშა

მატჩის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ყოფილმა სპარტაკელმა და ამჟამად ზენიტის ფორვარდმა არტიომ ძიუბამ აღნიშნა, რომ "სანამ სხვები ყეფენ და ღრუტუნებენ, ისინი ქულებს აგროვებენ" (სიტყვასიტყვით ასე თქვა!).

სპარტაკის ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ აღნიშნა, რომ ძიუბამ სპარტაკის გულშემატკივრებს, ამ "ბაბუინებს", ღირსეულად უპასუხა. სპარტაკის ქომაგი თავის ყოფილ ფორვარდს მთელი თამაშის განმავლობაში ლანძღავდა.

არტიომ ძიუბა სპარტაკთან შეხვედრაში

მატჩის შემდეგ სანკტ-პეტერბურგის პოლიცია სპარტაკის გულშემატკივარს მთელ ქალაქში იჭერდა.

უსიამოვნო ეპიზოდში ჩართული აღმოჩნდა ჯანო ანანიძეც. ჯანომ და მისმა თანაგუნდელმა ლორენსო მელგარეხომ თამაშის დროს კინაღამ იჩხუბეს.

📺 ანანიძისა და მელგარეხოს კონფლიქტი

ზემოთ ხსენებულმა ჩერვიჩენკომ მოთამაშეები ამისთვის გააკრიტიკა: "ეს ინციდენტი გუნდში არსებულ ცუდ კლიმატზე მეტყველებს. რაც არ უნდა დაძაბული იყოს თამაში, გუნდელებთან საქმის გარჩევა მთელი ქვეყნის თვალწინ არ უნდა ხდებოდეს. ასეთი რაღაცები გასახდელში ხდება".

სპარტაკის ახალდანიშნულმა გერმანელმა მწვრთნელმა ტედესკომ ამ ინციდენტზე ასევე გააკეთა კომენტარი და არ გამორიცხა, რომ მოთამაშეები ამისთვის დაისაჯონ: "ეს მომენტი არ მინახავს, ვნახავ და მერე გადავწყვეტ, დაისჯებიან, თუ არა მოთამაშეები".

კომენტარები

ბოლო ამბები