Thumbnail

ინგლისის ახალი მცდელობა - მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა მეზობელთან ერთად

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ინგლისს და ირლანდიას 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობა სურთ
  • ინგლისი მუნდიალს 1966 წლის შემდეგ ელოდება
  • უეფა ამ წინადადებას მხარს უჭერს
  • კონკურენტი არგენტინა და ურუგვაია

ინგლისმა ყველაფერი გააკეთა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიეღო. ინგლისელებს საუკეთესო წინადადება ჰქონდათ, თუმცა ფიფამ მოულოდნელად მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ეს დიდი სკანდალი იყო - ფიფას კორუფცია და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევა დაბრალდა და მისი მენეჯმენტი მალევე ან გაათავისუფლეს ან დააპატიმრეს.

2022 წლის მუნდიალი ყატარში გაიმართება, 2026 წლის კი - აშშ-მექსიკა-კანადაში.

ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო კულტურის მქონე ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონატი 1966 წლის შემდეგ არ მიუღია. არადა, საფეხბურთო ინფრასტუქტურით ყველა სხვა ევროპულ ქვეყანას აღემატება. ინგლისს სურს, რომ კიდევ ერთი ახალი წინადადებით მიმართოს ფიფას - ამჯერად მეზობელ ირლანდიასთან ერთად. ინგლისსა და ირლანდიას 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობა სურთ.

რიგითობის პრინციპის მიხედვით, ორი არაევროპული ქვეყნის შემდეგ ლოგიკურია, რომ 2030 წლის ჩემპიონატი კვლავ ევროპაში დაბრუნდეს და ამ შემთხვევაში, ინგლისი-ირლანდია ფავორიტები იქნებიან. მათ მხარს უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინიც უჭერს.

მათი მთავარი კონკურენტი ურუგვაი და არგენტინა იქნებიან. 2030 წლის მუნდიალი საიუბილეო იქნება - მსოფლიოს ჩემპიონატებს 100 წელი უსრულდება. რადგანაც პირველი ჩემპიონატი 1930 წელს ურუგვაიში გაიმართა, ურუგვაის ამჯერადაც იმედი აქვს, რომ მეზობელ არგენტინასთან ერთად მასპინძლობის უფლებას მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები